суббота, 7 июня 2014 г.

დაწყებითი კლასების კათედრის  თავმჯდომარის ვერა დოლიძის  2013-2014  სასწავლო წლის წერილობითი ანგარიში.




2013-2014 სასწავლო წლის განმავლობაში დაწყებითი კლასების კათედრამ ჩაატარა რამდენიმე დაგეგმილი სხდომა. ყოველ სხდომაზე ვმსჯელობდით აქტუალურ საკითხებზე და ვცდილობდით, კონსტრუქციული დიალოგის გზით გადაგვეჭრა არსებული პრობლემები. ასევე პერიოდულად ორგანიზებას ვუწევდით კათედრის გარკვეულ წევრთა შეხვედრებს  , სადაც ვმუშაობდით ყოველდღიურ საგაკვეთილო გეგმებზე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
სასწავლო წლის დასაწყისში დაწვრილებით განვიხილეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და ეროვნული სასწავლო გეგმა. ყურადღება გავამახვილეთ სწავლა-სწავლების ძირითად პრინციპებზე, დაწყებითი საფეხურის ძირითად ამოცანებზე, სკოლის საერთო კულტურის საკითხებზე, მოსწავლის შეფასების სისტემაზე, ძირითად მეთოდიკურ ორიენტირებზე, კერძოდ: მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომაზე, სწავლა-სწავლების პროცესში თანასწორუფლებიანობის პრინციპების დაცვაზე, გაღრმავებულ სწავლებაზე, რაც გულისხმობს სასწავლო მასალის ეტაპობრივად და მრავალმხრივად მიწოდებას, ახალი საკითხების, ცნებების საფუძვლიანად და განსხვავებულ კონტექსტში განხილვას, საგანთაშორისი კავშირების გამოვლენასა და საერთო ასპექტების დამუშავებას. მოსწავლის მოტივაციის გაზრდას, დისციპლინას, მოსწავლეთა ჩართულობას.
სექტემბრის დასაწყისში გავანაწილეთ საათები, შევადგინეთ სასწავლო სახელმძღვანელოების ნუსხა, რომელიც დაამტკიცა პედაგოგიურმა საბჭომ სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით
კათედრაზე  ერთობლივად განვიხილეთ თითოეული საგნის მასწავლებლის სამოქმედო გეგმა და ვისაუბრეთ სილაბუსების შედგენაზე, რომლებიც რამდენიმე კვირაში ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა. 
დაწყებითი კლასების  კათედრა და სკოლის ადმინისტრაცია ორგანიზებას უწევდა მასწავლებლების პროფესიული განვითარების სასარგებლო ღონისძიებებს. პედაგოგები ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის   მიერ ჩატარებულ ტრენინგებს .
დაწყებითი კლასების კათედრა ორგანიზებას უწევდა შიდა სასკოლო შემოწმებებს (საკონტროლო წერები, ტესტირებები, მონიტორინგი შემოწმების შედეგებზე).
პირველი და მეორე სემესტრების ბოლოს დაწყებითი კათედრის მასწავლებლები ატარებდნენ სხვადასხვა  ღონისძიებას: ღია და გასვლით გაკვეთილებს, ინტეგრირებულ გაკვეთილებს, პროექტებს, პრეზენტაციებსა და კედლის გაზეთებს.  სწავლის პროცესში აქტიურად იყენებდნენ აუდიო და ვიდეო მასალებს, ელექტრონულ მასალებს ინტერნეტიდან, სხვადასხვა ვიზუალურ თვალსაჩინოებას.
სასწავლო წლის ბოლოს ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მათ შეავსეს მოსწავლის პირადი საქმე, სადაც დადგენილი ნორმებისა და პროცედურების დაცვით დეტალურად აღინიშნა მოსწავლის სოციალური და ინტელექტუალური უნარები.
აქტიურად მიმდინარეობდა პოზიტიური თანამშრომლობა კოლეგებთან, მშობლებთან, მოსწავლეებთან, საზოგადოებასთან.
წლის ბოლოს მოეწყო ექსკურსიები სხვადასხვა მიმართულებით, რაც გულისხმობს შემოქმედებით გაკვეთილს, გადატანილს ბუნებაში.


კათედრის სამუშაო გეგმა



1.   კათედრის 1-ლი სხდომა:  

1.      კათედრის ხელმძღვანელის არჩევა
2.      საათების განაწილება
3.      მოსწავლეთა შეფასების სტრატეგიული გეგმის განხილვა


2.  კათედრის  მე-2  სხდომა:  

1.      საკლასო ჟურნალის წარმოება.
2.      „სადამრიგებლო საათის პროგრამა I-IV კლასების მოსწავლეთათვის“-ის განხილვა.
3.      2013-2014 სასწავლო წლის სამუშაო გეგმის წარდგენა -განხილვა

3.  კათედრის  მე-3  სხდომა:  

1.    სილაბუსებისა და თემატური გეგმების განხილვა.
2.      2013-2014 სასწავლო წლის წერითი სამუშაოების (საკონტროლო სამუშაოების, საგნობრივი ტესტირებების) დაგეგმვა.
3.      გაკვეთილებზე დასწრების დაგეგმვა.
4.      წლის საუკეთესო მოსწავლის გამოსავლენად კრიტერიუმების შემუშავება

4.   კვირეულების ორგანიზება:   /კათედრის ხელმძღვანელი/

1.      საგნობრივი კვირეულები:
Ø  ქართული ენა               /ნოემბერი/
Ø  მათემატიკა                   /თებერვალი/
Ø  ბუნებისმეტყველება   /მარტი/
Ø  ხელოვნება                    

2.      დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული    /აპრილი/


5.   2013-2014  სასწავლო წლისათვის მოსწავლეების მაქსიმალური ჩართულობა სასკოლო და სკოლისგარეშე ღონისძიებებსა და პროექტებში.


6.   „ანბანთან შეხვედრა“__ სამოდელო გკვეთილი   /ოქტომბერი,/



7.   პროექტები:     „ოქროსფერი შემოდგომა“

Ø  ბარაქიანი შემოდგომა              /ოქტომბერი, /
Ø  შემოდგომა ჩემს სოფელში      /ოქტომბერი
Ø  შემოდგომის ფერები                /ნოემბერი,


8.   დაწყებითი კლასების კათედრის ბლოგის შექმნა  / ნოემბერი,


9.  გამოცდილების გაზიარება:
Ø  გაკვეთილების მოსმენა, არსებული პრობლემების გამოვლენა და გადაჭრის გზების ძიება. /პერიოდულად, კათედრის წევრები/
Ø

10.  კათედრის  მე-4 სხდომა:   /კათედრის ხელმძღვანელი, იანვარი/

1.      1-ლი სემესტრის მუშაობის ანგარიში


11. კონკურსი: „ვინ უკეთ უვლის სახელმძღვანელოებს“  /იანვარი, კათედრის წევრები/

12. დედამიწის დღის აღნიშვნა : „დარგე ხე!“   /აპრილი, კათედრის წევრები/



13. 1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა:       /ივნისი, კათედრის ხელმძღვანელი/

მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

14.  კათედრის    მე-5 სხდომა:         /კათედრის ხელმძღვანელი, ივნისი/


  •   მე-2 სემესტრის მუშაობის ანგარიში
  •     სახელმძღვანელოების შერჩევა 2014-2015 სასწავლო წლისათვის.
  •     წლის საუკეთესო მოსწავლის გამოვლენa


     სასწავლო პროცესის მონიტორინგი


1
 კლასების დამრიგებელთა საათის სამუშაო გეგმის შემუშავება
                                          


2
კათედრის სხდომა



3
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო გაკვეთილები:,,ისევ ერთად ვართ”,


სექტემბერი
1-4კლასები

4
ნახატების გამოფენის მოწყობა:
,,მხიარული ზაფხული”
სექტემბერი
მაისი
1-4

5
ოქროსფერი შემოდგომა “__შემოდგომის კუთხის მოწყობა კლასებში.
ოქტომბერი
1-4
ხელოვნების, ბუნების ,ქართულის გაკვ.
6
ანბანთან შეხვედრა
ოქტომბერი
1კლასები

7
გასეირნება სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე-,,ბუნებამ ფერი  იცვალა”

ნოემბერი
1-4კლასები
ბუნების,ხელოვნების გაკვეთილებზე
8
თეატრი-სპექტაკლებზე დასწრება

საჭირო დროს
***
***
9
კონკურსი კითხვის ტექნიკაში


წელიწადში სამჯერ




10
საახალწლო ღონისძიებები
დეკემბერი
1-4კლ.

12
ზამთრის  მეთოდური სხდომა-სემინ

იანვარის დასაწყისი


13
კონკურსი: ,,ვინ უკეთ უვლის სახელმძღვანელოებს “


წელ.2-ჯერ


14
დედის დღე
მარტი
***

15
ბავშვთა დაცვის დღე:
ნახატების გამოფენა, ღონისძიება...



16
გაოსაშვები ღონისძიება

4კლ.

17
ექსკურსია ქალაქგარეთ




     საზაფხულო მეთოდური სხდომა-სემინარი



18
გაკვეთილებზე
ურთიერთდასწრება, გამოცდილების
გაზიარება



19
კათედრის სხდომების ჩატარება



20
პედაგოგიური კვლევა,
ჩატარებული მუშაობის ანალიზი




21
გამოცდილების ურთიერთგაზიარება
გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება




22
მშობლებთან მუდმივი თანამშრომლობა  ერთობლივი სასწავლო თუ შემოქმედებითი ღონისძიებების დაგეგმვა.
მუდმივად,საჭირო დროს
1-4კლ


  თავი. კათედრის მიზნები და ამოცანები

.1 კათედრის მისია
     დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების კათედრის დანიშნულებაა, ეფექტური საგანმანათლებლო
პროგრამების დანერგვის გზით, გამოუმუშავოს მოზარდს კვლევის, გარემოს შესწავლის, დაცვისა
და შენარჩუნების უნარ-ჩვევები, განუვითაროს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება,
ჩამოუყალიბოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ. 
.2 კონკრეტული  მიზნები და ამოცანები:
ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის;
მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდაზე მონაწილეობის მიღება;
სწავლება/სწავლის თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების პრაქტიკაში დანერგვა;
პედაგოგთა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება;
პედაგოგთა შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება;
სასწავლო რესურსების მოძიება და ეფექტური გამოყენება;
სახელმძღვანელოების ეფექტურად შერჩევა;
საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება.
ერ./სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო გეგმებისა და სილაბუსების შედგენა და მისი
შესაბამისობა სისტემაში შემავალ სკოლებთან.
მოსწავლეთა შეფასების ფორმებსა და ხერხებზე მუშაობა;
სკოლის თვითშეფასებაში მონაწილეობა;

სასწ./აღმზრდელობითი პროცესის მონიტორინგი;
სასწავლო დაწესებულებაში საგნების სწავლებაში არსებული პრობლემების კვლევა და მისი
გადაჭრის გზების ძიება; სკოლის ინიციატივით ჩასატარებელი ოლიმპიადების ორგანიზება  და ჩატარება;

  •  დედაენის დღე- ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადა
  •  მათემატიკის რესპუბლიკური ოლიმპიადა

პედაგოგთათვის კონფერენციების, სემინარების მოწყობა;
სასწ./წლის განმავლობაში (შუაში, ბოლოს) მოსწავლეთა მიღწევების დემონსტრირება
(გამოფენები, სპექტაკლები და სხვ;);
წახალისების ფორმების შექმნა, პრიზების დაწესება;
  სლაიდების, თემატური კატალოგების და სხვ. საჭირო მასალის შექმნა ისტ-ის გამოყენებით; 
გამოცდილების გაზიარება;
საჭიროების მიხედვით ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენა;
სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულებების კოორდინირებული მუშაობა
მონაწილეობის მიღება  საქალაქო თუ საერთაშორისო მოწყობილ კონკურსებში, პროექტებში,
გამოფენებსა და ოლიმპიადებში;

IV თავი. კათედრის წევრობა

4.1 დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების კათედრა აერთიანებს ქ.  რუსთავის საგანმანათლებლო დაწესებულებების I- IV კლასის პედაგოგებს.  ისინი თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ კათედრის სხდომები
(პედაგოგები) სასწავლო წლის განმავლობაში იკრიბება 3-ჯერ,  საშემოდგომო,  საზამთრო
და საზაფხულო  სემინარზე;
4.3 კათედრა იკრიბება  თვეში ერთხელ. კათედრა აუცილებლად უნდა
შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.
4.4 რიგგარეშე კათედრის სხდომის ჩატარება:
ა) საჭიროების შემთხვევაში კათერდის წევრთა 1/3-ის მოთხოვნისთანავე;
ბ) რიგგარეშე სხდომის შესახებ კათედრის წევრები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ ერთი სამუშაო
დღით ადრე, განსახილველი საკითხების მითითებით;
გ) სხდომის მოწვევის ორგანიზება ევალება კათედრის თავჯდომარეს.
4.2  კათედრის წევრის უფლება-მოვალეობები:
კათედრის წევრს უფლება აქვს:
ა) კათედრის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ისარგებლოს ერთი ხმის   უფლებით;
ბ) შევიდეს ინიციატივებით სხდომაზე და განხილვაზე დააყენოს მისთვის საინტერესო საკითხი;
კათედრის წევრი მოვალეა:
ა) დაესწროს კათედრის სხდომებს (თუ არ არსებობს გაცდენის ობიექტური მიზეზი);
ბ) მონაწილეობა მიიღოს სახელმძღვანელობის შერჩევაში;
გ) იზრუნოს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის და ჯეროვნად შეასრულოს  სხდო-მაზე მიღებული გადაწყვეტილებები;
დ) დანერგოს სწავლების ახალი მეთოდები;
ე) იზრუნოს საკუთარ და კათედრის პროფესიულ განვითარებაზე.

კათედრის თავჯდომარე

  დანიშვნის წესი
ა)  კათედრას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე,  რომელიც აირჩევა სკოლის დირექტორის მიერ
ერთი წლის ვადით;
ბ) შესაძლებელია ერთი და იმავე მასწავლებლის არჩევა განმეორებით;
 ფუნქცია-მოვალეობები:
კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:

1. უძღვება კათედრის სხდომებს და ხელმოწერით ამტკიცებს სხდომის ოქმებს;
2. კათედრის წევრებთან ერთად უზრუნველყოფს წლის სტრატეგიული გეგმის მომზადებას;
3. წელიწადში სამჯერ ამზადებს ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ,   სკოლის
ადმინისტაციასთან წარსადგენად;
4. აწარმოებს კათედრის დოკუმენტაციას.
5. უზრუნველყოფს კათედრის სხდომების ორგანიზებასა და დროულ ჩატარებას;
6. უზრუნვრელყოფს კათედრის სტრატეგიული გეგმის შესრულებას და გაწეული საქმიანობის
მონიტორინგს;
7. უზრუნველყოფს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებასა და განვითარებისთვის  სხვა-
დასახვა ღონისძიების (ლექცია, სემინარები, სამოდელო გაკვეთილები, და სხვა) ჩატარებას;
8. კოორდინირებას უწევს კათედრის მუშაობას და უზრუნველყოფს ფუნქციების ეფექტურად
გადანაწილებას კათედრის წევრთა შორის;
9. წარუდგენს წინადადებასა და რეკომენდაციებს სკოლის ადმინისტრაციას;
10. ხელს უწყობს კათედრებს შორის ეფექტური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას;
11. დროულად უზრუნველყოფს  ჩატარებული ღონისძიებების ანგარიშის მიწოდებას სკოლის ვებ–გვერდზე გასაშუქებლად;
12. დროულად ახორციელებს წლიური გეგმის მიხედვით გათვალისწინებული ღონისძიებების
ჩატარებას.

13. მონაწილეობის ორგანიზება  საქალაქო თუ საერთაშორისო მოწყობილ კონკურსებში,
პროექტებში, გამოფენებსა და ოლიმპიადებში;
16. სკოლაში მოსწავლეთა მიღების კრიტერიუმების შემუშავება;
17. მასწავლებელთა მიღების კრიტერიუმების შემუშავება;
 თავი. კათედრის სხდომა
გადაწყვეტილებები:
6.1     კათედრა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები თუ:
ა) კათედრის სხდომას ესწრება კათედრის საერთო წევრთა 2/3;
ბ) კათედრის სხდომა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმათა   უმრავლესობით;
გ)  ხმების თანაბარი რაოდენობით გაყოფის შემთხვევაში კათედრის თავჯმდომარის ხმა არის
გადამწყვეტი.
6.2 თუ კადედრაზე არის 2 და მეტი წევრი, კათედრა ერთი წლის ვადით  ირჩევს სხდომის მდივა